გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

Opta-მ ლივერპულის შემადგენლობა შეაფასა | ტრანსფერები საჭიროა, ახალი მეკარე — არა

Opta-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ შემადგენლობის ანალიზი შემოგვთავაზა. Opta-მ გუნდის თითოეული რგოლი განიხილა და დაასკვნა, რომ „წითლებში“ სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო მეკარის პოზიციაა. Opta-ს მიხედვით, გოლკიპერებთან მიმართებით „ლივერპულს“ შესაცვლელი არაფერი აქვს.

„მეკარის პოზიციაზე ცვლილებები საჭირო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ალისონ ბეკერს „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ, ის გუნდში რჩება და კონტრაქტის ბოლო სეზონს ჩაატარებს. მისი შემცვლელის როლში გიორგი მამარდაშვილი გააგრძელებს თამაშს, ხოლო ფრედი ვუდმენმა რამდენიმე კვირის წინ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“.

Opta-ს მიხედვით, „ლივერპულს“ მარჯვენა გარემარბი, ნომინალური მარჯვენა მცველი, ფიზიკურად ძლიერი ჩამშლელი, ცენტრალური თავდამსხმელი (იჯარით, უგო ეკიტიკეს დაბრუნებამდე) და მაღალი დონის ნახევარმცველი ესაჭიროება. ცნობილი სტატისტიკური სააგენტო ერთ მნიშვნელოვან დეტალს გამოყოფს და აცხადებს, რომ რონალდ არაუხომ მე-17 არაადგილობრივი მოთამაშის სტატუსი დაისაკუთრა (რაც დაშვებულის მაქსიმუმია). შესაბამისად, თუ „ლივერპული“ უცხოელ ფეხბურთელს დაიმატებს და მისი დარეგისტრირება მოუნდება, მოუწევს, არაადგილობრივი მოთამაშე გაყიდოს ან განაცხადიდან ამოიღოს. იმისთვის, რომ ფეხბურთელი ადგილობრივ მოთამაშედ ჩაითვალოს, მიუხედავად მისი ეროვნებისა, საჭიროა, 21 წლის შესრულებამდე სამი სეზონი (36 თვე) ინგლისურ ან უელსურ კლუბში ჰქონდეს გატარებული.

Opta საკუთარ სტატიას პესიმისტური პროგნოზით ასრულებს და წერს: „ლივერპულის“ სპორტული დირექტორი რიჩარდ ჰიუზი სექტემბრამდე, სატრანსფერო ბაზარზე, საკმაოდ დაკავებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანდონი ირაოლას მოუწევს იმის მსგავსი სასწაულების მოხდენა, რაც მისმა წინამორბედმა არნე სლოტმა თავის პირველსავე სეზონში მოახდინა“.

ცნობისთვის, პრემიერ ლიგის 2026/27 წლების სეზონი 21 აგვისტოს, „არსენალისა“ და „ქოვენთრის“ შეხვედრით იხსნება. „ლივერპული“ პირველ ტურში „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განადგურებული ვარ. ასე არ უნდა წაგვეგო“ - ლარნეს მწვრთნელი იბერიასთან მარცხზე
„განადგურებული ვარ. ასე არ უნდა წაგვეგო“ - ლარნეს მწვრთნელი იბერიასთან მარცხზე