ტოტენჰემი, ინტერი, ჯედ სპენსი
Aa
Aa

ოფიციალურად - სპენსი ინტერის ფეხბურთელია

ინგლისის ნაკრების მცველი ჯედ სპენსი კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. 26 წლის უკანახაზელმა კონტრაქტი ინტერთან გააფორმა. ინფორმაციას ნერაძურის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

იტალიურ გრანდს ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერი 32 მილიონი ევრო დაუჯდა. მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ სპენსი „ტოტენჰემს“ 2022 წელს შეუერთდა, თუმცა ლონდონურ კლუბში მისი კარიერა თავიდანვე მარტივად არ განვითარებულა. სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ინგლისელი იჯარით „რენში“, „ლიდსსა“ და „ჯენოაში“ თამაშობდა.

სპენსი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იმყოფებოდა და ტურნირზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. სწორედ ამის შემდეგ მიიქცია ინტერის ყურადღება.

2025 წელს ინგლისელმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემთან“ ერთად ევროპის ლიგა მოიგო. ახლა კი მისი კარიერის ახალი ეტაპი იტალიაში, „ინტერის“ რიგებში იწყება.

მსგავსი სიახლეები