გოგა ნარუტოს ფანი ყოფილა - რა უყვარს ბითაძეს?
Aa
Aa
23 მაისი 2020  |  00:06

გოგა ნარუტოს ფანი ყოფილა - რა უყვარს ბითაძეს?

„ინდიანა პეისერსმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გოგა ბითაძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ქართველი კალათბურთელის პასუხები გაუზიარა.

პოსტს ასეთი წარწერა ახლდა თან - „შეფ-მზარეული გოგა“. ბითაძემ კი, საყვარელი სატელევიზიო შოუ, ფილმი, ვიდეოთამაში, აპლიკაცია, საჭმელი და მუსიკოსი დაასახელა.

სატელევიზიო შოუ: ნარუტო, ქაღალდის სახლი

ფილმი: ბეჭდების მბრძანებელი

ვიდეოთამაში: Call of Duty, Fortnite (PS4)

აპლიკაცია: Youtube, Instagram

საჭმელი: „ორაგულს შესანიშნავად ვამზადებ“. კენკროვანი ხილი.

მუსიკოსი: როდ უეივი, A Boogie wit da Hoodie

შეგახსენებთ, რომ გოგა მიმდინარე სეზონში პარკეტზე საშუალოდ 8.4 წუთს ატარებს და 3.1 ქულას, 2 მოხსნასა, 0.6 დაფარებასა და 0.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს. ბითაძეს G ლიგაშიც მოუწია თამაში და 8 შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 19.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 3 დაფარება და 4.3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები