მილანის ''ინტერის'' ყოფილი მწვრთნელი ლუიჯი სიმონი გარდაიცვალა
Aa
Aa

მილანის ''ინტერის'' ყოფილი მწვრთნელი ლუიჯი სიმონი გარდაიცვალა

მილანის ''ინტერის'' ყოფილი მწვრთნელი ლუიჯი სიმონი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გასულ წელს სიმონიმ ინსულტი გადაიტანა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და დღეს, 22 მაისს გარდაიცვალა.

1997-98 წლების სეზონში ლუიჯი სიმონის მწვრთნელობისას მილანის ''ინტერმა'' უეფას თასი მოიგო. აღნიშნულ სეზონში მილანური გუნდის ღირსებას ლეგენდარული ბრაზილი ფორვარდი რონალდო იცავდა.

ლუიჯი სიმონი არაერთ იტალიურ კლუბს წვრთნიდა. მილანის ''ინტერის'' გარდა ''ნაპოლის,'' ''ტორინოს,'' ''ჯენოას,'' ''ლაციოსა'' და ''სიენას'' ხელმძღვანელობდა.

ლუიჯი სიმონი ფეხბურთელობისას ''ნაპოლის,'' ''ტორინოსა'' და ''იუვენტუსის'' მოთამაშე იყო.

1961-62 წლების სეზონში ლუიჯი, იგივე ჯიჯი სიმონიმ ნეაპოლურ გუნდთან ერთად იტალიის თასი მოიგო. შემტევი სტილის ნახევარმცველს იტალიის ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები