ფიური: „ისევ მსუქანი, მახინჯი და მელოტი ვარ, მაგრამ ჩემი შეჩერება კვლავ არავის შეუძლია“
Aa
Aa

ფიური: „ისევ მსუქანი, მახინჯი და მელოტი ვარ, მაგრამ ჩემი შეჩერება კვლავ არავის შეუძლია“

ტაისონ ფიური აცხადებს, რომ კრიტიკოსების დადუმებას მომავალშიც გააგრძელებს. ბრიტანელის თქმით, ისევ ის მსუქანი ბიჭია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დეპრესიას ებრძოდა და ამბობს, რომ არც ის ხალხი შეცვლილა, რომელსაც მისი არასდროს სჯეროდა.

„ამბობდნენ, რომ მიზანს ვერასდროს მივაღწევდი. ამბობდნენ, რომ საკმარისად თავდადებული არ ვიყავი. ჩამომწერეს, რადგან სხვა მოკრივეების მსგავსად, იდეალური სხეული არ მქონდა. ჩამომწერეს, რადგან მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო იყო. გერმანიაში წასვლა მომიწია და დავამტკიცე, რომ ცდებოდნენ.

შემდეგ, ისევ ჩამომწერეს, რადგან 177 კილოგრამს ვიწონიდი და მენტალური პრობლემები მქონდა, მაგრამ ამან ვერ გამაჩერა. შემდეგ ისევ ჩამომწერეს, რადგან ორი საცოდავი ბრძოლის შემდეგ, კრივის ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მოკრივეს დავუპირისპირდი, მაგრამ ამან ვერ გამაჩერა.

შემდეგ, ისევ ჩამომწერეს, რადგან თვლიდნენ, რომ ჩემი დრო წასული იყო და ეგონათ, რომ დარტყმების ატანა აღარ შემეძლო. შემდეგ, ისევ ჩამომწერეს, რადგან ბრძოლისას უზარმაზარი ჭრილობა მივიღე. შემდეგ, ისევ ჩამომწერეს, რადგან მწვრთნელი 10-ჯერ გამოვიცვალე.

შემდეგ, ისევ ჩამომწერეს, რადგან ეგონათ უაილდერი მეორე ბრძოლას უკეთ ჩაატარებდა. შემდეგ, ისევ ჩამომწერეს, რადგან თვლიდნენ, რომ მუშტების ნაცვლად ბუმბულები მქონდა და კვერცხის გატეხვაც არ შემეძლო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს აქ ვარ და მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ვფლობ. ისევ მსუქანი, მახინჯი და მელოტი ვარ, მაგრამ ჩემი შეჩერება კვლავ არავის შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ფიურიმ 23 თებერვალს დეონტეი უაილდერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები