Aa Aa
19 მაისი 2020  |  14:42

''შემზარავი სურათი იყო'' - WWE-ს ყოფილ ვარსკვლავს უშედეგოდ ეძებენ

WWE-ს ყოფილი მებრძოლი შად გასპარი კალიფორნიის სანაპიროზე 10 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. Dailymail-ის ცნობით ისინი ცურავდნენ, ყოფილი ვარსკვლავი გაუჩინარდა და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მისი შვილი  უვნებელი გადარჩა. აღნიშნული წყაროს ცნობით ზღვაში ძლიერი ტალღოვანი დინება იყო.

შად გასპარის მეუღლე სილიანამ Instagram-ში დაწერა: ''თუ მათ ნახავთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.''

აღნიშნულმა წყარომ უცნობი პირის კომენტარი გაავრცელა: ''ვნახე უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი, რომელსაც დედა ჩაეხუტა, ხელები მოხვია. ეს იყო შემზარავი სურათი. ისინი იყვნენ სრულიად იმედგაცრუებულნი.''

სილიანა გასპართან კალიფორნიის სანაპიროზე მისი მეგობრები მივიდნენ და მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა ვითარება სრულიად უიმედოაა.

39 წლის შად გასპარი 17 მაისს გაუჩინარდა. მას შემდეგ შესაბამისი პირები სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

შად გასპარი WWE-ს ყოფილი ვარსკვლავი და მსახიობია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები