Aa
Aa

Marca-ს გამოკითხვა | გულშემატკივრებმა ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად ნადალი დაასახელეს

გავლენიანი მადრიდული გამოცემა Marca-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად რაფაელ ნადალი დასახელდა.

Marca-მ სპეციალური ტურნირი მოაწყო, რომელშიც ქვეყნის 16 გამორჩეული სპორტსმენი შეიყვანა, არჩევანი უფლება კი გულშემატკივრებს მიანდო. ნადალმა ფლეი-ოფის ყველა ეტაპზე უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა გათამაშების ადრეულ სტადიაზე ფორმულა 1-ის პილოტი კარლოს საინსი და ველომრბოლელები: ალბერტო კონტადორი და მიგელ ინდურაინი დაამარცხა, ფინალში კი კალათბურთელ პაუ გასოლს აჯობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მეტოქესთან რაფას მხარი გულშემატკივართა მინიმუმ 82%-მა დაუჭირა.

რაფაელ ნადალს პროფესიონალურ კარიერაში 85 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 19 დიდი სლემის ტურნირია და ის ამ კუთხით რეკორდსმენ როჯერ ფედერერს მხოლოდ 1 სადიდსლემო თასით ჩამორჩება. მალიორკელმა ჩოგბურთელმა საკუთარ ქვეყანას 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა, საერთო ჯამში კი მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს 209 კვირის განმავლობაში ფლობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები