Aa Aa
17 მაისი 2020  |  15:23

შეზღუდვები იხსნება - ლა ლიგამ კლუბებს ჯგუფებად ვარჯიშის ნება დართო

ბუნდესლიგის განახლებამ და ჩატარებულმა პირველმა მატჩებმა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მოტივაცია გაუმძაფრა და ახლა, ყველა მოუთმენლად ელის, თუ როდის დაუბრუნდებიან მწვანე მინდვრებს.

ესპანური პრესის ცნობით, ლა ლიგამ გუნდებს კიდევ უფრო მეტი თვისუფლება მისცა და სავარჯიშო სესიების 14-კაციან ჯგუფებად გამართვის ნებართვა დართო.

Catalunya Radio-ს ცნობით, ხსენებული ცვლილება ძალაში 18 მაისიდან შევა ესპანეთში კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

ვირუსის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობა კატალონიის რეგიონშია და აქედან გამომდინარე, ადგილობრივ კლუბებს, მათ შორის „ბარსელონასაც“ 14-ის ნაცვლად 10-კაციანი ჯგუფებით ვარჯიშის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, მსგავსი შეზღუდვები ექნებათ მადრიდში მყოფ კლუბებსაც.

ჯერჯერობით ინფორმაცია დაუზუსტებელია და ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა ესპანური გამოცემების მტკიცებით, ლა ლიგა 12 ივნისს, შაბათს განახლდება. დაახლოებით ამ დროს არის მოსალოდნელი იტალიური და ინგლისური კლუბების მოედნებზე გამოჩენაც.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები