კონორმა ტაისონს უპასუხა:
Aa
Aa

კონორმა ტაისონს უპასუხა: "სიცოცხლეს ვფიცავ მეივეზერს დავამარცხებ"

ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარი პოდკასტისას პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ რინგზე არც ისე ცუდად გამოიყურებოდა.

„კონორმა რინგზე ერთადერთი სერიოზული ბრძოლა გამართა. ხომ მართალი ვარ? მაკგრეგორმა ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერ მოკრივესთან 10 რაუნდი იბრძოლა. დაფიქრდით ამაზე. მან რამდენიმე სერიოზული დარტყმის განხორციელება შეძლო. ფლოიდს მის დასამარცხებლად დიდი ენერგიის დახარჯვა დასჭირდა“.

რა თქმა უნდა, მაკგრეგორს „რკინის მაიკის“ ასეთი შეფასება არ გამოპარვია და მას სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა:

„მადლობა მაიკ. იმის გათვალისწინებით, თუ რა ცოდნაც მეივეზერის სტილის შესახებ დავაგროვე, თავსატეხს ამოვხსნი და სიცოცხლეს ვფიცავ მას დავამარცხებ“.

შეგახსენებთ, რომ ევანდერ ჰოლიფილდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კრივს დაუბრუნდა, მზადაა მაიკ ტაისონის წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გავიდეს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური დასტური არ არსებობს, რომ ეს ლეგენდარული დაპირისპირება შედგება.

რაც შეეხება კონორს, ირლანდიელმა ტონი ფერგიუსონის მარცხი უყურადღებოდ არ დატოვა და „ელ კუკუი“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

„ტონი მიყვარს. ჩვენ, Paradigm Sports მისი წარმომადგენლები ვიყავით, მაგრამ მან ბეისბოლის კონტრაქტის სანაცვლოდ გვიღალატა. ამ ბრძოლაში ტონის თავის მოძრაობები და მომზადება სამარცხვინო იყო. მისი მეთოდები და საუბარი სასაცილო და სასიამოვნოა, მაგრამ იმ დონეზე არასდროს ყოფილა, რომელზეც უნდა ყოფილიყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები