Aa
Aa

"ცბიერი მოხერხებულობით მიყენებული ტრავმები", - კიელინი რამოსზე საუბრობს

ჯორჯო კიელინის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდები ევროპულ პრესაში ნაწილ-ნაწილ ვრცელდება და საკმაოდ საინტერესო ისტორიებსაც ვგებულობთ.

იტალიელმა მცველმა თავდაპირველად მარიო ბალოტელისა და ფელიპე მელოს ქცევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ყველაზე საშინელი ადამიანები არიან, ვისაც იცნობს. შემდეგ, არტურო ვიდალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩილელს ალკოჰოლის მიღება ყოველთვის უყვარდა.

ამჯერად, ჯორჯომ სერხიო რამოსზე ისაუბრა და მას ბოლო წლების საუკეთესო მცველი უწოდა, თუმცა ესპანელის ხისტ სათამაშო სტილსაც გაუსვა ხაზი.

„მათ შეუძლიათ თქვან, რომ რამოსი იმპულსური და უტაქტოა, მის გამო გუნდი სეზონში 8, ან 10 გოლს უშვებს. ჩემი შეცდომის გამო, რომ 2-3 გოლი გავუშვათ, ჩათვალეთ მკვდარი ვარ. ის საუკეთესოა. სერხიო ძალიან ტექნიკურია, მას ფორვარდის თვისებები აქვს, მე კი პირიქით ვარ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რაც სხვებს არ გააჩნიათ.

პირველი, მას მნიშვნელოვან მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლია. ის, საქმეში რთავს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ქმედებებს, მათ შორის ძალიან ცბიერი მოხერხებულობით მიყენებულ ტრავმებსაც.

სალაჰის ტრავმა ნამდვილი მასტერის გასროლასავით იყო. რამოსი ყოველთვის ამბობდა, რომ მას ეს არ უნდოდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასეთი ქმედების შემდეგ, თქვენ 10-დან 9 შემთხვევაში შეგიძლიათ მეტოქეს ხელი მოსტეხოთ.

რაც შეეხება რამოსის მეორე მნიშვნელოვან თვისებას, როდესაც ის მოედანზეა, თანაგუნდელებს ძალას გადასცემს. მის გარეშე, ისეთი ფეხბურთელები როგორებიც ვარანი, კარვახალი და მარსელო არიან, უბრალოდ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებად გამოჩნდებიან.

თქვენ დაინახეთ, თუ რა მოუვიდა მადრიდელთა დაცვას გასულ სეზონში „აიაქსთან“ განმეორებითი მატჩისას. რამოსთან ერთად „რეალი“ იმ შეხვედრას სამბურთიანი სხვაობით არ წააგებდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები