ინტერი ბარსელონას ლაუტაროს ტრანსფერის დაჩქარებას სთხოვს
Aa
Aa

ინტერი ბარსელონას ლაუტაროს ტრანსფერის დაჩქარებას სთხოვს

როგორც ჩანს, „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის დაკარგვას შეეგუა და „ბარსელონას“ ტრანსფერის დაჩქარებას სთხოვს, რათა თავად არგენტინელის შემცვლელი რაც შეიძლება მალე გაიფორმოს.

ესპანური Sport-ი იტალიურ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ მილანელებს ლაუტაროს შემცვლელად „ნაპოლის“ ბელგიელი შემტევის დრის მერტენსის შეძენა სურს.

მერტენსის შესაძენად თანხას „ინტერი“ „ბარსასგან“ მიიღებს. კატალონიელები ლაუტაროს სანაცვლოდ 60 მილიონი ევროსა და პლუს ფეხბურთელის დამატებას გეგმავენ, რაც იტალიურ კლუბს აკმაყოფილებს.

გარიბეაში ჩასართავ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება - ნელსონ სემედუ, არტურო ვიდალი, ჟან-კლერ ტოდიბო, ჟუნიორ ფირპო და კარლეს ალენია. „ინტერს“ თანხასთან ერთად 2 მოთამაშის მიღება სურს, თუმცა ესკონკრეტული ფეხბურთელის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

მილანელებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები მაისის ბოლომდე დასრულდება და ამის შემდეგ, კლუბი მთელ დროს ლაუტაროს შემცვლელის ძიებას დაუთმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები