„ტაისონი ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსან მოკრივეთა ხუთეულში არაა“ - ამბობს დევიდ ჰეი
Aa
Aa

„ტაისონი ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსან მოკრივეთა ხუთეულში არაა“ - ამბობს დევიდ ჰეი

დევიდ ჰეი მაიკ ტაისონს ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსან მოკრივეთა ხუთეულში არ მოიაზრებს. ბრიტანელმა „რკინის მაიკის“ შესახებ BBC-სთან ისაუბრა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

„რამდენი ბრძოლა გახსოვთ ტაისონის მონაწილეობით, რომელშიც იგი მეტოქეს ქულებით ჩამორჩებოდა, მაგრამ დაბრუნდა და გაიმარჯვა?! რამდენი დაპირისპირება იყო, რომელშიც იგი ნოკდაუნში ჩააგდეს, ძლიერი დარტყმები მიიღო და ამის შემდეგ, მაინც იმარჯვა?! საკითხავი სწორედ ესაა!

მომენტებში, როცა მაიკი აგებდა, ან ჩხუბი რთულ ხასიათს იღებდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ის ვერ გაიმარჯვებდა.

ჰოლიფილდს, ლენოქს ლუისსა და სხვებს ჰქონიათ რთული ბრძოლები, რომლებშიც ისინი წაგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ როგორღაც იპოვეს გზა და გაიმარჯვეს. ტაისონის შესრულებით ასეთი რამ არასდროს მინახავს.

მიჭირს ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსან მოკრივეთა ხუთეულში შევიყვანო ადამიანი, რომელსაც არასდროს ჰქონია ბრძოლა, რომელშიც იგი მარცხდებოდა, მაგრამ დაბრუნება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰეის თქმით, ტაისონს ის გუნდი რომ ჰყოლოდა, რომელიც კარიერის სტარტზე ჰყავდა, დიდი ალბათობით, ყველა დროის საუკეთესო მოკრივე გახდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები