მოკრივე, რომელმაც 2004 წელს ტაისონი დაანოკაუტა, მაიკს მატჩრევანშს სთავაზობს
Aa
Aa

მოკრივე, რომელმაც 2004 წელს ტაისონი დაანოკაუტა, მაიკს მატჩრევანშს სთავაზობს

ბრიტანელ მოკრივეს, დენი უილიამსს მაიკ ტაისონის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს. 2004 წელს, უილიამსმა „რკინის მაიკი“ მეოთხე რაუნდში დაანოკაუტა და მზადაა მას რევანშის აღების საშუალება მისცეს.

46 წლის მებრძოლმა, რომელსაც კარიერა ჯერ არ დაუსრულებია და ბოლოს 2019 წლის ნოემბერში იჩხუბა, World Boxing News-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები ტაისონს უკვე დაუკავშირდნენ.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემმა აგენტებმა მაიკ ტაისონის წარმომადგენლებს ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს. პასუხი ჯერ არ მიგვიღია, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ის ბრძოლაა, რომლის გამართვაც მსურს. ტაისონის წინააღმდეგ რინგზე კიდევ ერთხელ გასვლით დაინტერესებული ვარ“.

უილიამსს კარიერაში 83 ბრძოლა აქვს გამართული და 54-ჯერ იმარჯვა. საინტერესოა, რომ შარშან ერთ-ერთმა გაზეთმა მას ღია წერილით მიმართა და ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდება სთხოვა, თუმცა ბრიტანელი კრივიდან წასვლას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები