„მე დავბრუნდი“ - 53 წლის ტაისონი საუცხოო ფორმაშია
Aa
Aa

„მე დავბრუნდი“ - 53 წლის ტაისონი საუცხოო ფორმაშია

მაიკ ტაისონმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვარჯიშის ამსახველი მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა.

53 წლის მოკრივე საუცხოო ფორმაში იმყოფება, კვლავინდებურად სწრაფია და არც ძალა დაუკარგავს. ვიდეო კი „რკინის მაიკის“ ფრაზით სრულდება: „მე დავბრუნდი“.

ტაისონის სიტყვებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქომაგთა ნაწილის აზრით, მაიკმა გვაუწყა, რომ კრივს დაუბრუნდა. ბუნებრივია ოფიციალური არაფერია, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გამორიცხული ნამდვილად არაა, ეს მოსაზრება სიმართლეს შეესაბამებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ტაისონს რინგზე დაბრუნება და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვა სურს. მას საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში მისი ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ რინგზე ევანდერ ჰოლიფილდიც დაბრუნდა და კრივის გულშემატკივრების ოცნება ლეგენდარული მოკრივეების მორიგი ჯახის ხილვაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები