Aa
Aa

"ეს განტვირთვაში ეხმარება" - მოიამ ნადალის მატჩის დღის განრიგზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს მოიამ რაფაელ ნადალის შესახებ ისაუბრა. მოია, რომელიც 2016 წლიდან ნადალის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, კონკრეტულად შეეხო დღის განრიგს, თუ როგორ ემზადება რაფა სათამაშოდ მატჩის დღეს.

„იმ დღეს, როცა თამაში ჰქონდა, ვისაუზმეთ, შემდეგ კი მას კორტზე გასვლა და მოთელვითი ხასიათის ვარჯიშები სურდა. თუკი, მაგალითად, მატჩი 5 საათზე იწყება, რაფა კორტზე მოსათელად 1-ელ საათზე გადის და კორტზე ნახევარ საათს ატარებს. ჩემს შემთხვევაში ეს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ხდებოდა, მაგრამ მას ასე ურჩევნია.

გარკვეული დრო კვებისთვის და მატჩის ანალიზისთვის აქვს გამოყოფილი, რასაც გასართობი თამაშებისთვის განკუთვნილი დროც ემატება. ასევე, შესაძლოა, რაიმე სამაგიდო თამაშიც ითამაშოს, რაც განტვირთვასა და მოდუნებაში ეხმარება. მას საკუთარი რუტინა აქვს და ეს მისი არჩევანია“.

მოია მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანია. იგი განსაკუთრებულად ძლიერი თიხის საფარზე იყო და 1998 წელს „როლან გაროსის“ გამარჯვებულიც გახდა. თუმცა, „თიხნარის მეფედ“ მისი ამჟამინდელი შეგირდი ითვლება, რომელსაც ამ საფარზე ზედიზედ 81 მატჩი აქვს მოგებული, ასევე ზედიზედ მოიგო 50 სეტიც - ორივე ეს მაჩვენებელი ჩოგბურთის ისტორიაში სარეკორდოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები