„ცოცხალი ვარ“! – BBC-მ მოკრივე შეცდომით კორონავირუსით გარდაცვლილად გამოაცხადა
ბრიტანელი მოკრივე, რის მაკკოული იძულებული გახდა მეგობრები და გულშემატკივრები დაერწმუნებინა, რომ ცოცხალია და არაფერი სჭირს. საქმე ისაა, რომ BBC შოტლანდიის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ რეპორტაჟში მისი ფოტოსურათი იმ ადამიანთა შორის მოხვდა, რომლებიც ბოლო პერიოდში კორონავირუსს ემსხვერპლნენ.
მაკკოულმა მომხდარის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა და განაცხადა: „ყველას მადლობას გიხდით თქვენი წერილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ BBC შოტლანდიამ ჩემი ფოტო გამოიყენა და განაცხადა, რომ Covid-19-ით დავიღუპე, მინდა გითხრათ, რომ ცოცხალი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. თანავუგრძნობ მათ, ვინც კორონავირუსის გამო, საყვარელი ადამიანები დაკარგეს“.
Thanks to everyone for their messages. Despite @BBCScotlandNews reporting and putting a picture of me on television. Saying that I have died of COVID-19 ???? I am actually ALIVE and well???? My thoughts go to all those that have lost loved ones ???? #bbcnews pic.twitter.com/nO22Mnq3iN
— Rhys McCole ???????????????????????????? (@RhysMccole) May 6, 2020
აღსანიშნავია, რომ BBC შოტლანდიის ახალი ამბების რედაქტორი, ჰოვარდ სიმპსონი მოგვიანებით მოკრივეს დაუკავშირდა და მას ბოდიში მოუხადა.