იუნაიტედის ყველა დროის 11 - "ფერგის" აზრით გარანტირებული ადგილი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს
ფეხბურთის ქომაგებს ყოველთვის აინტერესებთ სიმბოლური გუნდები. ვინ შედის ყველა დროის საუკეთესო გუნდში და ასე შემდეგ. სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ბიოგრაფიულ წიგნში დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც მისი აზრით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო 11-ეულში შეიყვანდა.
„ხალხი ყოველთვის მეკითხება, თუ როგორია ჩემი ფორმაციის საუკეთესო „მანჩესტერ იუნაიტედი“. ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია.
გულწრფელად, რომ გითხრათ „იუნაიტედის“ ყველა დროის გუნდში გარანტირებული ადგილი მხოლოდ დენის ირვინს აქვს. მას 10-დან 8-ს დავუწერდი.
ჩვენ მას ყოველთვის ათიდან რვა დენის ვეძახდით. ის ისეთი სწრაფი და მსუქბუქი იყო. სწრაფი და სულელი. ის თქვენ იმედებს არასდროს გაგიცრუებდათ. მის შესახებ პრესაში უარყოფითი არასდროს არაფერი დაწერილა“.
ამპლუით მარცხენა მცველი დენის ირვინი „წითელი ეშმაკების“ რიგებში 1990-2002 წლებში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 450 მატჩში 33 გოლი და 22 საგოლე გადაცემა იყო.
ირვინმა კლუბთან ერთად პრემიერლიგა 7-ჯერ მოიგო, 1999 წელს კი ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლა.