ედეგორის მომდევნო კლუბი ცნობილია
Aa
Aa

ედეგორის მომდევნო კლუბი ცნობილია

როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევი, მარტინ ედეგორი მიმდინარე კვირაში, კარიერას საფრანგეთის "ლიგა-1"-ში გააგრძელებს.

17 წლის ნორვეგიელი ტალანტი არენდის წესით, მომდევნო სეზონს "რენის" რიგებში გაატარებს. როგორც ცნობილი გახდა, თავად მოთამაშეს კარიერის გაგრძელება გერმანიის ჩემპიონატში სურდა. მისით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც ლევერკუზენის "ბაიერი" და "ჰამბურგი" არიან, თუმცა "სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ედეგორს "რენში" გადასვლა ურჩია. ზინედინ ზიდანის აზრით, საფრანგეთის ჩემპიონატი ედეგორის პროგრესისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები