''სასაცილოა, როცა ამ გოლს არ მიმაწერენ'' - ''ბუცების შერჩევას მანიაკალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდი''
Aa
Aa

''სასაცილოა, როცა ამ გოლს არ მიმაწერენ'' - ''ბუცების შერჩევას მანიაკალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდი''

ფილიპო ინძაგიმ მისი კარიერის ყველაზე ცნობილი გოლი გაიხსენა, რომელიც მას არ გაუტანია და ბოლო მომენტში ბურთს დანიელი იონ-დალ ტომასონი შეეხო.

ამ თემაზე ინძაგიმ კომენტატორ კარლო პელეგატისთან ინსტაგრამლაივში ისაუბრა.

2003 წლის 23 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ინძაგიმ გამარჯვების გოლი ამსტერდამის  ''აიაქსს'' მატჩის მიწურულს გაუტანა. გადამწყვეტი დარტყმა მან შეასრულა, თუმცა ბოლო მომენტში ბურთს ტომასონი შეეხო და გოლი მას ჩაეთვალა.

''ამ საოცარი მატჩის შემდეგ 17 წელი გავიდა. მე ხშირად ვფიქრობ ''აიაქსთან'' მატჩზე.

ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ეს მატჩი გუშინ გაიმართა. რამდენიმე მატჩი გულში სამუდამოდ რჩება. ზოგჯერ ძალიან სასაცილოა, როცა ამ გოლს მე არ მიმაწერენ ხოლმე.

ამ მომენტში შესაძლებელი იყო არბიტრს თამაშგარე მდგომარეობა დაეფიქსირებინა, შეცდომა დაეშვა, მაგრამ მან გოლი ჩათვალა. ზოგჯერ ფეხბურთი შესანიშნავია. აღნიშნულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით.

მახსოვს გატუზოსა და პირლოს გარეშე ვთამაშობდით და ამბროზინის ვუთხარი, რომ შეტევაში წამოსულიყო და დაგვხმარებოდა.

ამბროზინის კარგი თამაში გოლის გატანაში დამეხმარა, თუმცა კრისტიან კივუს მინდორზე ფეხი დაუსრიალდა. ბუცებს ყოველთვის მანიაკალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რომ მინდორზე თავი კომფორტულად მეგრძნო, რადგან ზოგჯერ ''სან სიროს'' მინდორზე ფეხის მოსრიალების დიდი შანსი იყო.''

2002-03 წლების სეზონში კარლო ანჩელოტის ფორმაციის ''მილანი'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავიდა და ტურინის ''იუვენტუსთან'' პენალტების სერიაში გაიმარჯვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები