„ერთად“ - რომას სპეციალური მაისურები ინფიცირებულთა დასახმარებლად
Aa
Aa

„ერთად“ - რომას სპეციალური მაისურები ინფიცირებულთა დასახმარებლად

“რომამ“ პსჟ-ს მიბაძა და სპეციალურად დამზადებული 500 მაისური გამოუშვა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

რომაელებმა პარიზელებისგან განსხვავებით არამარტო საშინაო, არამედ მესამე საგარეო ფორმაც გამოუშვეს. ყველა მათგანზე წინ სპონსორის ნაცვლად აწერია - „ერთად“ (Assieme).

350 საშინაო მაისური და 150 საგარეო. თითო მაისურის ღირებულება 192.7 ევროა. მაისურების უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია.

„ჩვენ დავიწყეთ კამპანია სახელწოდებით „ერთად“, რომ ჩვენს ქომაგებს ვანახოთ - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ერთად ყოფნა არ შეგვიძლია, თუმცა მაინც მათთან ვრჩებით.

ამ მძიმე დროს ჩვენ გუნდის ქომაგების მხარდაჭერას ვგრძნობთ და გადავწყვიტეთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. შემოსული თანხით უკვე შევიძინეთ 8 სასუნთქი აპარატი, 8 საწოლი ინტენსიური თერაპიისთვის და აღჭურვილობა ჰიგიენისთვის, რომელიც ჯამში 45 ათასი ცალია“, - განაცხადა „რომას“ ოპერაციების დირექტორმა ფრანცისკო კალვომ.

შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით იტალიაში ჯამში 152,271 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 19,468 ათასი გარდაიცვალა, ხოლო 32,534 ათასი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები