Aa Aa
8 აპრილი 2020  |  10:23

"მიხედეთ მათ, ჩოგბურთი მხოლოდ ელიტარული მოთამაშეებით ვერ იცოცხლებს", - მურატოღლუს ღია წერილი

თანამედროვეობის ერთ-ერთმა უძლიერესმა საჩოგბურთო სპეციალისტმა, პატრიკ მურატოღლუმ ჩოგბურთის გაერთიანებას ღია წერილით მიმართა. მურატოღლუ დაბალი დონის მოთამაშეთა პრობლემებზე წერს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო ტურნირები და მათში გამომუშავებული თანხებია.

„კალათბურთელების ან ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ჩოგბურთელებს ფიქსირებული ხელფასები არ აქვთ. მათ უწევთ მოგზაურობის თანხისა და თავიანთი სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრისთვის ხელფასის გადახდა, მათი შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ მატჩს მოიგებენ ტურნირებზე.

ვფიქრობ, აღმაშფოთებელია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის, მაგალითად, რეიტინგით მე-100 მოთამაშეს, მძიმე ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება უწევს. არადა, ეს ასე იქნება, რადგან მათ ტურნირებისასაც კი ცენტების სწორად განაწილება უწევთ, რათა პროფესიონალური კარიერა გააგრძელონ. ისედაც ვიცით, რომ ერთი ჩვეულებრივი ჩოგბურთელის ცხოვრება ფინანსურ სირთულეებთან ბრძოლაა.

ჩოგბურთისთვის მათი გადარჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს სპორტი მხოლოდ ელიტარული მოთამაშეებით ვერ იცოცხლებს. ტური გაჩერებულია, ასეულს მიღმა მყოფი ჩოგბურთელები გადასახადებს ვერ იხდიან, სამწვრთნელო შტაბს ხელფასს ვერ ურიცხავენ, რადგან მათ სპონსორები არ ჰყავთ ან თუ ჰყავთ, მიზერულ შემოსავალს იღებენ.

დროა, ამ ჩოგბურთელებზე იფიქრონ, დაეხმარონ მათ ჯერ ახლო მომავალში, შემდეგ კი გრძელვადიან პერიოდში გასაწევ დახმარებაზე იზრუნონ“.

მურატოღლუს ამ წერილამდე გაცილებით ადრე, 19 მარტს, ქართველმა ჩოგბურთელმა, სოფია შაფათავამ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ITF-ის მიმართა და მსგავსი ჩოგბურთელების დახმარებისკენ მოუწოდა.

შაფათავამ ასევე შექმნა პეტიცია, რომელსაც უკვე 2000-მდე ხელმომწერი ჰყავს. თემით მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, მათ შორის: Washington Post-ი, Sky Sports-ი, Eurosport-ი, Guardian-ი დაინტერესდნენ, ისინი ჩოგბურთელთა პრობლემების შესახებ აქტიურად წერენ, თუმცა ITF-ის ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ ასოციაციამ და WTA-იმ პასუხი საჯაროდ გამოცხადეს, რომ, ამ ეტაპზე, ამ პრობლემის მისაგვარებლად, საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!