"ნაპოლი" იგუაინის შემცვლელს დღეს წარადგენს!
გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" წასვლის შემდეგ, "ნაპოლიმ", მისი შემცვლელი მალევე იპოვა.
Tuttomercatoweb-ის ცნობით, "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, არკადიუშ მილიკი, ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ნეაპოლიტანელები 35 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო მხარეებს შორის ხელშეკრულება 5 წლით გაფორმდება.
მილიკმა "აიაქსის" რიგებში, გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. მან 42 შეხვედრაში 24 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
გარდა ამისა, ფეხბურთელმა, "ევრო 2016"-ზეც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, პოლონეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.
მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით