კახიაშვილი:
Aa
Aa

კახიაშვილი: "ინფორმაცია მცდარია, COVID-19 სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს დაუდასტურდა"

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ ქართველ ძალოსანს, რომლის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად სპორტსმენი რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. მისი ვინაობა არ დასახელდა, თუმცა მოგვიანებით ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა:

„ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა შეცდომაა და არ შეესაბამება სინამდვილეს. COVID-19 დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს და მას ძალოსნობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

ჩვენ დავუკავშირდით ტელევიზიის წარმომადგენლებს და მათ დაგვიდასტურეს, რომ სპორტის სახეობა შეცდომით გამოაცხადეს.

იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვენი, ისე ყველა სფეროს წარმომადგენელი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს უახლოეს პერიოდში საბოლოოდ დაამარცხებს.

ძალოსნობის ფედერაცია ემორჩილება ჯანდაცვის სფეროსა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას“.

შეგახსენებთ, რომ უახლესი ინფორმაციით საქართველოში კორონავირუსით 156 პირი დაინფიცირდა, მათგან 28 გამოჯანმრთელდა და 1 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები