ვირტუალური ტურნირი - ბასილაშვილი ვარსკვლავებისა და ლეგენდების წინააღმდეგ
Aa
Aa

ვირტუალური ტურნირი - ბასილაშვილი ვარსკვლავებისა და ლეგენდების წინააღმდეგ

მსოფლიო პანდემიის გამო Tennis TV-იმ ვირტუალური ტურნირის გამართვა გადაწყვიტა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

პირველ ეტაპზე ქართველი სპორტსმენის მეტოქე დავიდ ფერერი იქნება. გამარჯვებული გულშემატკივართა ხმების მიხედვით გამოვლინდება და შემდეგ წრეში რაფაელ ნადალსა და ლეგენდარულ მატს ვილანდერს შორის მოგებულს შეხვდება.

ვირტუალურ ტურნირს „მაიამის ოლ სტარი“ დაარქვეს. შეჯიბრებაში ყველა თაობის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომელთა ნახევარი მაიამის ღია პირველობის გამარჯვებულები ან უბრალოდ, წარსულის ვარსკვლავები არიან. დანარჩენი 32 მოთამაშე მოქმედი რეიტინგის მიხედვით შეირჩა.

ვირტუალურ ტურნირში მონაწილეობას ისეთე ლეგენდები იღებენ, როგორებიც არიან: ანდრე აგასი, ევგენი კაფელნიკოვი, ბორის ბეკერი, ბიორნ ბორგი, ჯონ მაკინროი, პიტ სამპრასი და ა.შ.

გულშემატკივარს შეუძლია, თავის საყვარელ ჩოგბუღთელს ხმა მისცეს და ვირტუალური ტურნირი მოაგებინოს. ასე რომ, დავუჭიროთ მხარი ნიკოლოზ ბასილაშვილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები