მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად - უიმბლდონი არ ჩატარდება
Aa
Aa

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად - უიმბლდონი არ ჩატარდება

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ უიმბლდონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად გაუქმდა. დღეს All England Club-ის მმართველი საბჭოს წევრებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეხვედრაზე განაცხადეს, რომ უიმბლდონის გულშემატკივართა გარეშე ჩატარება, ან ტურნირის 2020 წელს გამართვა, შეუძლებელია და უიმბლდონის 134-ე გათამაშება 2021 წლის 28 ივნისს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ უიმბლდონის გარდა, ბალახის საფარზე გასამართი სხვა ტურნირებიც გაუქმდა. საუბარი Queen’s club-სა და ნოტინგემისა და ისტბორნის შეჯიბრებებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ 1945 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უიმბლდონი არ ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თანხა უკან დაუბრუნდებათ, ან საშუალება ექნებათ ისინი 2021 წელს გასამართი ტურნირის ბილეთებზე გადაცვალონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები