''გაბრაზებული და გულნატკენი გემშვიდობები''  - ატლეტიკოს 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
Aa
Aa

''გაბრაზებული და გულნატკენი გემშვიდობები'' - ატლეტიკოს 14 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

მადრიდის ''ატლეტიკოს'' 14-წლამდე გუნდის ფეხბურთელი კრისტიან მინჩოლა ტრაგიკულად გარდაიცვალა. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა Twitter-ზე დაწერა.

''ატლეტიკო'' გლოვობს 14-წლამდე გუნდის ფეხბურთელის, კრისტიან მინჩოლას გარდაცვალებას. ვუერთდებით მისი მეგობრების, თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების მწუხარებას.''

ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა ენრიკო სერესომაც გააკეთა.

''ფეხბურთელის გარდაცვალებით, ამ სამწუხარო ინფორმაციით შოკირებულნი ვართ, მის დაკარგვას მთელი გულით განვიცდით. ამ რთულ მომენტში ''ატლეტიკოს'' ოჯახი  ამ რთულ ვითარებაში კრისტიანის ოჯახის გვერდით იქნება.

მინჩოლამ მადრიდულ კლუბში 6 სეზონი გაატარა და 50-ზე მეტი გოლი გაიტანა. მოთამაშე მადრიდულ კლუბში 2013-14 წლების სეზონში ჩაირიცხა.

''ატლეტიკოს'' ფეხბურთელმა კოკემ სოციალურ მედიაში დაწერა:''გაბრაზებული და გულნატკენი ვემშვიდობები კრისტიანს. ცხოვრება ძალიან უსამართლოა. ვამაყობ, რომ ჩვენი გუნდის მაისურით თამაშობდი. განისვენე მშვიდობით.''

ესპანური მედია და მადრიდის ''ატლეტიკო'' ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს არ ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები