''ეს ნამდვილი სიგიჟეა, შეინარჩუნეთ განწყობა'' - ბეჟანიშვილი ქომაგებს მიმართავს
Aa
Aa

''ეს ნამდვილი სიგიჟეა, შეინარჩუნეთ განწყობა'' - ბეჟანიშვილი ქომაგებს მიმართავს

NCAA-ს კლუბ ''ილინოისის'' ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი ქომაგებს მიმართავს. სპორტსმენი გულშემატკივრებს და არამარტო გულშემატკივრებს პოზიტიური ენერგიის შენარჩუნებას ურჩევს, რადგან ამ ვითარებაში სხვა გამოსავალი არაა.

გიორგი ბეჟანიშვილი:''გამარჯობა, მე ილიონისის კალათბურთელი ვარ, როგორ ხართ? პანდემიის გამო მთელს სამყაროში ნამდვილი სიგიჟეა. მიუხედავად ამისა ვცდილობ ვივარჯიშო და სპორტული ფორმა შევინარჩუნო რამდენადაც შესაძლებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრა ჩვენს შესაძლებლობებს ცდება. გაერთეთ სოციალური მედიისა თუ ფილმების საშუალებით.

სიმართლე გითხრათ დღეს უმთავრესი სახლში ჯდომა და დასვენებაა, რადგან დაინფიცირების შანსი დიდია. აქედან გამომდინარე ჩემი რჩევაა სახლში დარჩეთ, იფიქროთ საკუთარ თავსა და ოჯახზე. ახლა მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიყოთ დაცულები და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ვეცადოთ შევინარჩუნოთ პოზიტიური ენერგია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები