„ჩემთვის ილოცეთ“ - ამერიკელ მოკრივეს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

„ჩემთვის ილოცეთ“ - ამერიკელ მოკრივეს კორონავირუსი დაუდგინდა

ამერიკელ მოკრივეს, ტრევის კაუფმანს, რომელიც მძიმე წონით დივიზიონში გამოდის, კორონავირუსი დაუდგინდა.

34 წლის მებრძოლმა დიაგნოზის შესახებ საზოგადოებას თავად ამცნო და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

„ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ილოცეთ. კორონავირუსზე ტესტი ჩამიტარდა და დადებითი პასუხი მივიღე.

ყველაფერი ყელის ტკივილით დაიწყო. მომდევნო დღეს კი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სატვირთო ავტომობილი დამეჯახა. საღამოს მთელი სხეული ამტკივდა და მაღალი ტემპერატურა მქონდა. დილით სიცხემ ამიწია და საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტე.

კლინიკაში გრიპზე და კორონავირუსზე შემამოწმეს, რის შემდეგაც ჰოსპიტალი დავტოვე, რადგან მეგონა, რომ სეზონური გრიპი მქონდა. ექიმებმა მითხრეს ტესტის პასუხების მიღებამდე თვითიზოლაციაში ვყოფილიყავი.

დღეს დილით, საავადმყოფოში მისვლიდან 4 დღის შემდეგ, ტესტის პასუხი მივიღე. ჯანდაცვის დეპარტამენტიდან დამირეკეს და მითხრეს: „კლინიკიდან შეგვატყობინეს, რომ თქვენ კორონავირუსით ხართ დაინფიცირებული“.

შეგახსენებთ, რომ კაუფმანს კარიერის განმავლობაში 36 ბრძოლა აქვს გამართული და 32-ში იმარჯვა. მას ისეთი მოკრივეების წინააღმდეგ უჩხუბია, როგორებიც კრის არეოლა და ლუის ორტისი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები