გენო პეტრიაშვილი:
Aa
Aa

გენო პეტრიაშვილი: "ახლა მთავარია, ეს ვირუსი დავამარცხოთ"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს გადაწყვეტილებით ზაფხულში გასამართი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო.

მიმდინარე მოვლენები და ოლიმპიადის გადადება, 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა და „ტოკიო 2020“-ის მთავარმა ფავორიტმა გენო პეტრიაშვილმა შეაფასა.

რა თქმა უნდა, მერჩივნა, ახლა ჩატარებულიყო, რადგან დაწყებული მქონდა მიზანმიმართული მომზადება კონკრეტულად ამ ტურნირისთვის და მთელი დატვირთვით ვემზადებოდი, თუმცა რადგან ასე გადაწყვიტეს, ეტყობა, ასე იყო საჭირო, სპორტსმენთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მოვემზადებით ახალი წლისთვის, ახალი შემართებით, ახალი განწყობითა და ახალი იმედებით. მოსამზადებლად დრო საკმარისია. ახლა მთავარია, ეს ვირუსი დავამარცხოთ, რათა ოლიმპიადაზე მაყურებელიც, სპორტსმენიც და ყველა დაზღვეული ვიყოთ. მანამდე ვვარჯიშობ, როგორც შეიძლება. გავდივართ სადმე მთაში, ტყეში, სუფთა ჰაერზე, სადაც მარტო ვიქნებით, და იქ ვახერხებთ ვარჯიშს, თორემ სპორტული დარბაზები დაკეტილია.

ოლიმპიური თამაშების ჩატარება 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იყო დაგეგმილი, ახალი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1307 ადამიანი დაინფიცირდა, 45 მათგანი კი გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები