საქართველოს თასი
Aa
Aa

საქართველოს თასი | რუსთავმა სამტრედიაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს თასზე გადადებული მეოთხედფინალური მატჩი შედგა, რომელშიც „სამტრედიამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა.

პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 52-ე წუთზე კი „სამტრედიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჟან სოუზა დე ალმეიდამ შეასრულა.

მალევე, 57-ე წუთზე იულენ კორდერომ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 81-ე წუთზე სტუმართა იაპონელმა ლეგიონერმა, იუტა ნაკანომ თავური დარტყმით „რუსთავი“ წინ გაიყვანა და გიორგი ცეცაძის გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუტანა.

შესაბამისად, ნახევარფინალში დინამო ბათუმი, დილა, გაგრა და რუსთავი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Crystalbet ეროვნული ლიგა - დილამ სპაერი დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგა - დილამ სპაერი დაამარცხა