Aa
Aa

გადადება თუ გაუქმება? - უიმბლდონის ბედი მომავალ კვირას გადაწყდება

ინგლისის საჩოგბურთო კლუბში უიმბლდონის წლევანდელი გათამაშების გამართვა-არგამართვის შესახებ მომავალ კვირას იმსჯელებენ.

უიმბლდონის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მთავრობისგან მიღებული რჩევის საფუძველზე უკვე რამდენიმე კვირაა, უიმბლდონის საჩოგბურთო კომპლექსი დახურულია, რის გამოც მის სათანადო ფიზიკურ კონდიციებში მოყვანას დრო დასჭირდება.

„მთავარი და უპირველესი, რა თქმა უნდა, საზოგადოების ჯანმრთელობაა, ამიტომაც ჩვენი გადაწყვეტილება სწორედ ამაზე იქნება დაფუძნებული. აქტიურად ვმუშაობთ სეზონის დარჩენილი ნაწილის გეგმის ჩამოყალიბებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ კვირას გასამართ საბჭოს შეხვედრაზე გაჟღერდება“. - აცხადებს ინგლისის საჩოგბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორო, რიჩარდ ლუისი.

გუშინდელი ოფიციალური განცხადების მიხედვით, ტურნირის წლის ბოლოსთვის გადადება ან მისი საერთოდ გაუქმება განიხილება. უიმბლდონის ორგანიზატორები გათამაშების მაყურებლების გარეშე ჩატარებას, ამ ეტაპზე, გამორიცხავენ.

წლევანდელი უიმბლდონი 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლითაა დაგეგმილი. აქვე შეგახსენებთ, რომ ATP-სა და WTA-ს ყველა ტურნირი 8 ივნისამდეა გადადებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები