Aa
Aa

1 მილიონი ევრო კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად - კონორის სამაგალითო ჟესტი

კონორ მაკგრეგორი ლიონელ მესის, როჯერ ფედერერს, პეპ გუარდიოლასა და სხვა ცნობილ ადამიანებს შეუერთდა და კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად 1 მილიონი ევრო გამოყო.

UFC-ის მებრძოლმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ირლანდიელ პოლიტიკოსთან გამართული მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელშიც კონორი ამბობს: „დღეს, ჩემი სახსრებით 1 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო ინვენტარს შევიძენ, რომელსაც ლანსტერის რეგიონში კორონავირუსთან მებრძოლ კლინიკებს გადავცემ. წარმოდგენა არ მაქვს ამ მამაცი მამაკაცებისა და ქალბატონების გარეშე სად ვიქნებოდით. ღმერთმა დალოცოს ისინი და ჯანმრთელად ამყოფოს“.

შეგახსენებთ, რომ კონორმა რამდენიმე დღის წინ, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

დღევანდელი მონაცემებით, ირლანდიაში კორონავირუსით დაინფიცირების 1564 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ით 9 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელება კი, მხოლოდ 5-მა შეძლო.

CNN-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ირლანდიაში ფრთხილობენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა სადავეები ხელიდან არ გაექცეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები