„ერთიანი ძალისხმევით ამ კრიზისს დავძლევთ
Aa
Aa
25 მარტი 2020  |  20:18

„ერთიანი ძალისხმევით ამ კრიზისს დავძლევთ" - ფედერერი კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო

როჯერ ფედერერმა და მისმა მეუღლემ, მირკამ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი(1 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი) გაიღეს. „მხიარული როჯერის“ თქმით, ეს თანხა იმ ოჯახებს მოხმარდებათ, რომლებიც COVID-19-ის გამო, განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.

ფედერერმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

„ყველასთვის რთული პერიოდი დგას და უყურადღებოდ არავინ უნდა დარჩეს. მირკამ და მე გადავწყვიტეთ 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადავრიცხოთ შვეიცარიაში მცხოვრები იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ.

ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს დაუცველი ოჯახების დასახმარებლად სხვებიც შემოგვიერთდებიან.

ერთიანი ძალისხმევით ამ კრიზისს დავძლევთ“.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში კორონავირუსით დაინფიცირების 10537 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 149-ს აღწევს, ხოლო COVID-19 131-მა ადამიანმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები