Aa
Aa

"ოლიმპიური თამაშების გადადება მოსალოდნელი იყო" - ოლიმპიელების პირველი კომენტარები

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს გადაწყვეტილებით ზაფხულში გასამართი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით Crystalsport.ge ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ ვარლამ ლიპარტელიანს გაესაუბრა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი : „ჩემთვის არაფერი შეცვლილა. სიტუაციიდან გამომდინარე უკვე მზად ვიყავი მაგისთვის და სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. ველოდებოდი რო ეგრე იქნებოდა ეხლა მთავარია ლიცენზია ავიღო. ჩაივლის კორონავირუსი და ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ იქნება ფინანსური კრიზისი, რომელიც უბრალო ხალხზე გადაივლის.“

ვარლამ ლიპარტელიანი: "სიტუაციიდან გამომდინარე, ოლიმპიური თამაშების გადადება კარგია. სპორტსმენების უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე გასათვალისწინებელია სპორტსმენები, რომლებიც ამ ეტაპზე კარანტინში არიან და ვარჯიშს ვერ ახერხებენ. რისკის ფაქტორიც იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს.“

ოლიმპიური თამაშების ჩატარება 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იყო დაგეგმილი, ახალი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1193 ადამიანი დაინფიცირდა, 43 მათგანი კი გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები