Aa
Aa

ტაისონ ფიური: „დარჩით სახლში"!

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ტაისონ ფიურიმ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა ბორის ჯონსონის ბრძანებებს დაემორჩილოს.

„ბოშათა მეფემ“ შექმნილი მდგომარეობის შესახებ, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

„საღამო მშვიდობისა. იმედი მაქვს თითოეული თქვენგანი თავს კარგად გრძნობს, უსაფრთხოდ იმყოფება, სახლში რჩება და გარეთ გასვლით ვირუსის გავრცელებას ხელს არ უწყობს. პრემიერ-მინისტრის განცხადების მოსმენის შემდეგ, ყველაფერს მთელი სერიოზულობით ვეკიდები და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ.

მოდით, ვირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით, როგორც ერმა, როგორც ოჯახმა და როგორც გუნდმა ისე ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა სხვები არ დაინფიცირდნენ.

დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლებში დარჩეთ. ბორისს დაუჯერეთ და სახლებში დარჩით“.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაინფიცირების 6650 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა 335-ს აღწევს, ხოლო COVID-19 135-მა ადამიანმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები