ლევან ცაბაძე -
Aa
Aa

ლევან ცაბაძე - "ათასი გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე ვეღარ გვიშველის დაეტიეთ სახლში"

ქართული რაგბის ლეგენდამ ლევან ცაბაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ვეტერანი მორაგბე მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ქართველ ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"ექთანი ქალი ტირილით იხვეწება საფრანგეთში ტაშს რომ გვიკრავთ დიდი მადლობა მაგრამ სახლში დარჩით თავს ნუ იკლავთ და ჩვენც ნუ გვკლავთო. აი ფრანგულ ჯანდაცვას თუ უჭირს წარმომიდგენია ჩვენთან რა ცოდვის ბორბალი დატრიალდება. ხოდა ვინმემ იმ ჩემი ცოდვით სავსე ვაშაძეს მოასმენინოს და გადაუთარგმნოს რომ კეკლუცობს კამერებთან გეგმას უწუნებს მთავრობას.ხალხო სადაც ევროპა მოთქვამს და ვერ უმკლავდება პრობლემას მერწმუნეთ ათასი გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე ვეღარ გვიშველის დაეტიეთ სახში და ცოტახანს მოთმინეთ მოუსმინეთ ამ ხალხს გიჟები არ არიან რომ გაჰკივიან სახლში დარჩითო"


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები