Aa Aa
21 მარტი 2020  |  22:38

დიბალას და მის მეგობარ გოგოს Covid-19 დაუდგინდათ

imgbanner

ტურინის ''იუვენტუსის'' კიდევ ერთ ფეხბურთელს, პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Twitter-ზე დაწერა. არგენტინელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი ასევე დაუდგინდა მის მეგობარ გოგო ორიანას.

დიბალას თქმით ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და მათი მდგომარეობა კრიტიკული არაა.

სამხრეთამერიკელი ქომაგებს გზავნილებისთვის და კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის.

შეგახსენებთ, კორონავირუსი ასევე დაუდგინდათ ტურინის ''იუვენტუსის'' ფეხბურთელს, დანიელე რუგანისა და სერია ა-ს რამდენიმე ფეხბურთელს.

კორონავირუსის გამო როგორც იტალიის, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატები შეჩერებულია. გამონაკლისი მხოლოდ ბელარუსის საფეხბურთო ლიგაა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სეზონი გრძელდება.

 

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები