Aa Aa
21 მარტი 2020  |  12:10

''მისი სიკვდილი ძალიან განვიცადეთ'' - რეალის ფეხბურთელის ნათესავი Covid-19-ით გარდაიცვალა

მადრიდის ''რეალის'' ფეხბურთელის, ნაჩო ფერნანდესის მხცოვანი ნათესავი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამ თემაზე ესპანურ მედიასთან ნაჩოს ძმამ, ალექს ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ''კადისის'' ღირსებას იცავს.

ალექს ფერნანდესმა Diario de Cadiz-სთან ინტერვიუში აღნიშნა:''მადრიდში უკვე ბევრი ოჯახია, რომელთა ასაკოვანი წევრების გადარჩენა ვერ მოხერხდა, ასევე ბევრია ისეთი ოჯახი, რომელთა წევრები კორონავირუსს ებრძვიან, ეს ძალიან, ძალიან უცნაური ვითარებაა, ჩვენ ამ პროცესს ყველა ერთად გავდივართ.

მას შემდეგ რაც ჩემი ნათესავი გარდაიცვალა, ოჯახთან და ნათესავებთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადეთ. ყველანი სახლში ვართ, თავს ასე დაცულად ვგრძნობთ.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. ასეთი უცნაური პროცესისთვის არ ვემზადებოდით. წაკითხულიდან და ნანახიდან გამომდინარე სახლიდან გასვლას ორი კვირა არ ვაპირებ.''

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ესპანეთში კორონავირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 18 000 აჭარბებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JETX მარათონი