Aa
Aa

"დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი"- სალომე მელიას საინტერესო ინიციატივა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი დიდოსტატი სალომე მელია საინტერესო ინიციატივით გამოდის.

 მსოფლიოში და საქართველოში მიმიდნარე პროცესების გამო საერთაშრისო დიდოსტატი ონლაინ გაკვეთილებს იწყებს.

სალომემ სოციალურ ქსელში  განცხადება გააკეთა, სადაც ის დაწყებითი კლასების ბავშვებს ჭადრაკში მოამზადებდა.

„დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი“- ასე ასრულებს თავის განცხადებას სალომე.

ასევე ინიაციატივით გამოვიდა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა, რომელიც თვითიზოლიაციაში მყოფ იტალიელებს თანადგომას უცხადებს და მზადაა ყველას ინტერნეტით ჭადრაკი ეთამაშოს.

შეგახსენებთ , რომ პანდემიამ იტალიის სახელმწიფო ყველაზე ძალიან აზარალა. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 3,405 ადამიანი გარდაცვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები