ლამი: ყველაფერს განმეორებითი შეხვედრა გადაწყვეტს
Aa
Aa

ლამი: ყველაფერს განმეორებითი შეხვედრა გადაწყვეტს

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალურ ეტაპზე "პორტუმ" მიუნხენის "ბაიერნი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი მიუნხენური გუნდის კაპიტანმაგააკეთა ბავარიული გუნდის კაპიტანმა ფილიპ ლამმა.

"ყოველთვის ვცდილობთ, რომ დაცვაში მჭიდროდ ვითამაშოთ, თუმცა ეს ხანდახან არ ამართლებს და "პორტოსთან" მატჩი ამის ნათელი მაგალითი იყო. თავს ვერ გავიმართლებთ, თუმცა შეცდომას ყველა უშვებს. მატჩის დასაწყისში ცუდად ნამდვილად არ ვთამაშობდით, მაგრამ სწრაფმა გოლმა ჩვენი გეგმები არია. შემდეგ კი "პორტუმ" კიდევ 2 გოლი გაგვიტანა. საკმაოდ იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყვდება" - განაცხადა ფილიპ ლამმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები