Aa Aa
18 მარტი 2020  |  13:23

დიდი სამართლებრივი ბრძოლის მოლოდინში - ტელევიზიები კლუბების წინააღმდეგ

ინგლისში დიდი სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. კორონავირუსმა სეზონი შეაჩერა და ჯერ არავინ იცის როდის გაგრძელდება და საერთოდ გაგრძელდება თუ არა.

როგორც მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში მატჩების ტრანსლირებიდან შესული თანხებით გუნდები დიდ მოგებას ნახულობენ და ევროპის სხვა ჩემპიონატების ფონზე მათი მოგება საგრძნობლად დიდია.

Sportsmail-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ Sky Sports-ი BT Sport-თან ერთად სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს, თუ ისინი 31 ივლისამდე თავიანთ კუთვნილ თანხას არ მიიღებენ. საუაბრია დაახლოებით 750 მილიონ ფუნტზე.

ხსენებულმა ტელევიზიებმა პრემიერლიგას და მასში მოთამაშე კლუბებს თანხა უკვე გადაურიცხეს, შემდეგ კი კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა. ახლა ტელევიზიები თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

3 სეზონი და დაახლოებით 3 მილიარდი ფუნტი - Sky Sports-ს პრემიერლიგასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ამ დროის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში 128 მატჩის ტრანსლირების უფლება აქვს. BT Sport-ს კი 52 შეხვედრის.

თუ, ხსენებულმა ტელევიზიებმა უსიამოვნო სამართლებრივი დავა დაიწყეს, მათ პრემიერლიგის თითოეული კლუბისგან დაახლოებით 37 მილიონი ფუნტის მოთხოვნის უფლება ექნებათ, რადგან კორონავირუსის გამო მატჩები არასაკმარისი რაოდენობით ჩატარდა.

როგორც Sportsmail-ს წყარომ აცნობა, პრემიერლიგაში მოასპარეზე გრანდები ასეთი პირობების მიღებას არ აპირებენ და ისინი სამართლებრივი ბრძოლისთვის უკვე ემზადებიან.

ამავდროულად კლუბების ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ ისეთი ტელევიზიების წინააღმდეგ როგორებიც Sky Sports-ი და BT Sport-ი არიან, ურთიერთობის გაფუჭება სამომავლო გეგმებისთვის არ აწყობთ. ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2022 წელს იწურება.

ამჟამად საკლუბო სეზონი შეჩერებულია და ჩემპიონატები მის განახლებას ივნისში გეგმავენ, თუმცა ყველაფერი კორონავირუსზე იქნება დამოკიდებული. თუ, სიტუაცია არ დასტაბილურდა, ასეთ შემთხვევაში 2019-2020 წლების სეზონი ვერანაირად ვერ დასრულდება და შედეგების გაუქმება, ან წინასწარ გამოცხადება გახდება საჭირო.

უახლოეს 1 თვეში გავიგებთ, ვიხილავთ თუ არა ამ მოსალოდნელ სამართლებრივ დავას.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში