Aa
Aa

"ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიყოთ პასუხისმგებლიანები" - ჰალეპმა რუმინეთის დასახმარებლად თანხა გამოყო

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა, სიმონა ჰალეპმა საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად გარკვეული თანხა გამოყო. რუმინელმა ვარსკვლავმა ასევე პოსტი გაავრცელა, რომლითაც ყველა ადამიანს სიფრთხილისა და წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„თუკი მეორე მხრივ დავფიქრდებით, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ერთმანეთს თანადგომა გამოვუცხადოთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებზე ზრუნვა შეგვიძლია.

სანამ სახლში ვართ, ექიმები და სხვა სამედიცინო პირები თითოეული ადამიანის გადარჩენისთვის უდიდეს ძალისხმევას ხარჯავენ. მოდით, მკაცრად დავიცვათ მითითებები და გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ყოველი ჩვენგანის ჯანმრთელობას შეიძლება შეეხოს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიყოთ პასუხისმგებლიანები, შევინარჩუნოთ პოზიტივი. ჩვენ ღმერთი დაგვეხმარება“.

რუმინეთში კორონავირუსის 217 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა მათგან ფატალური ამ დრომდე არც ერთი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით, ქალთა საჩოგბურთო ტურნირები სულ მცირე 2 მაისამდე გადაიდო. „როლან გაროსის“ დაწყების თარიღად კი 20 სექტემბერი ოფიციალურად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები