კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რამდენიმე საათის წინ, „ბრუკლინ ნეთსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ 4 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. გამთენიისას კი The Athletic-ის ჟურნალისტმა, შემს ჩარანიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი მათგანი კევინ დურანტია.

ჩარანიას მიხედვით, „კეიდი“ თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აღენიშნება. Athletic-ის ჟურნალისტმა „დურანტულას“ კომენტარიც გაავრცელა, რომელიც აცხადებს: „ფრთხილად იყავით. საკუთარ თავზე იზრუნეთ და კარანტინში დარჩით. ჩვენ ამას აუცილებლად გადავლახავთ“.

ESPN-ის ცნობით, მომხდარის გამო, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მოთამაშეები კორონავირუსის ტესტის ჩატარებას და შემდეგ 2-კვირიანი კარანტინის გავლას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბრუკლინ ნეთსის“ 4 კალათბურთელიდან 3-ს სიმპტომები არ აღენიშნება. ოთხივე მათგანი იზოლაციაში იმყოფება და მათზე გუნდის სამედიცინო შტაბის წევრები ზრუნავენ. აღსანიშნავია, რომ გუნდის ადმინისტრაცია 3 კალათბურთელის ვინაობას არ ასაჯაროვებს.

აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 7 მოთამაშეს დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები