Aa
Aa

"გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევები და დარჩით სახლში" - ძაგნიძე მიმართვას ავრცელებს

ლოზანას გრან პრის გამარჯვებული მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე სამშობლოში დაბრუნდა. მსოფლიოში და საქართველოში მიმიდნარე კორონავირუსის გამო ძაგნიძემ იზოლაციაში ყოფნა გადაწყვიტა და გულშემატკივარს სოციალური ქსელით მიმართა.

ნანა ძაგნიძე - მოჭადრაკე

მოჭადრაკემ ასევე ვიდეოში პოლიციელებს, ექიმებს და განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჭადრაკის ლიდერმა, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები