Aa
Aa

ESPN - NBA შესაძლოა ივნისში განახლდეს

ESPN-ის ინფორმაციით, NBA-ის მატჩებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიხილავთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა რეკომენდაცია გასცა, რომ მინიმუმ რვა კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალოს ღონისძიებები, რომლებსაც 50-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, NBA-ის მესვეურები და გუნდების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო ვარიანტში სეზონი ივნისის შუა რიცხვებში, უმაყურებლოდ განახლდება. ამასთან ერთად, ESPN აცხადებს, რომ NBA მატჩების გასამართად თავისუფალი დღეების გამონახვას აგვისტოშიც გეგმავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია გუნდების მფლობელებისთვის ფინანსურ ანგარიშს ამზადებს, რომელშიც ზარალი სამი სხვადასხვა სცენარის მიხედვით იქნება დათვლილი. პირველი - მიმდინარე რეგულარული არ განახლდება. მეორე - სეზონი მაყურებელთა გარეშე განახლდება. და მესამე - პლეიოფის მატჩებს ქომაგები დაესწრებიან.

ESPN-ის ცნობით, სამივე ვარიანტში კორონავირუსის გამო, მიყენებული ზარალი 2020-21 წლის სახელფასო ჭერზე აისახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები