''ნაპოლის'' კაპიტანმა პანდემიასთან საბრძოლველად 100 000 ევრო გაიღო
Aa
Aa

''ნაპოლის'' კაპიტანმა პანდემიასთან საბრძოლველად 100 000 ევრო გაიღო

კამპანიას რეგიონში კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ''ნაპოლის'' კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ 90 000 ფუნტ სტელინგზე მეტი გაიღო, რისთვის იტალიელმა პოლიტიკოსმა, კამპანიას რეგიონის მმართველმა ვინჩენკო დე ლუკამ Facebook-ის საშუალებით საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

ვინჩენცო დე ლუკა: ''მინდა ლორენცოს მადლობა გადავუხადო. ის ნეაპოლის აქტიურ მოქალაქეებს შორის ერთ-ერთია, რომელიც კლინიკებს დაეხმარა. ლორენცო 100 000 ევროთი დაგვეხმარა (90 000 ფუნტი სტერლინგი).''

ინსინიემ instagram-ზე ვიდეო ატვირთა:''გაითვალისწინეთ რეკომენდაცია, არ დატოვოთ სახლი და ერთად ვებრძოლოთ კორონავირუსს.''

View this post on Instagram

#iorestoacasa ????

A post shared by Lorenzo Insigne (@lorinsigneofficial) on Mar 12, 2020 at 7:12am PDT

 

შეგახსენებთ, იტალიაში 17 000-ზე მეტი დაინფიცირებულია. კორონავირუსის პანდემიის გამო იტალიის სერია ა 3 აპრილამდე შეჩერებულია. ასევე გადაიდო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა ''ბარსელონასა'' და ''ნაპოლის'' შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები