Aa
Aa

"მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა გამაბრაზა", - ფერნანდეში გუარდიოლასთან ინციდენტზე

მანჩესტერული დერბი ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა ამჯერად ამ დაპირისპირების მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა მომენტმა გააჩინა. საქმე ეხება პეპ გუარდიოლასა და ბრუნო ფერნანდეშს შორის მომხდარ ინციდენტს.

მატჩის მსვლელობისას აუტის ხაზთან პეპსა და ბრუნოს რაღაცაზე უთანხმოება მოუვიდათ, დღეს კი პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ამის შესახებ Sky Sports-თან ისაუბრა.

„ამის შესახებ ჩემს მეგობრებს ვესაუბრე და ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს - პეპმა ყველაფერი მოიგო და ვინ ვარ, რომ შევეწინააღმდეგო, თუმცა, ვფიქრობ ეს პატივისცემის საქმეა.

ვფიქრობ, მოედანზე ყოფნისას იგივე სიტუაციაში მსგავს რამეს აღარ გავიმეორებ.

თუმცა, იმ მომენტში მის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა გამაბრაზა. მოედანზე ცოტას ვღელავ ხოლმე, ეს იქედან გამომდინარეა თუ რა ტიპის მოთამაშეც ვარ.

მე პეპს პატივს ვცემ იმის გამო, რაც მან მოიგო და რაც მან ფეხბურთისთვის გააკეთა. გუარდიოლამ ფეხბურთში ზოგიერთი მენტალიტეტი შეცვალა. თუმცა, იმ მომენტში მოედანზე მან ჩემი პატივისცემა არ დაიმსახურა“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო პრემიერლიგის ყველა მატჩი 3 აპრილამდე გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები