ტევესისა და მარადონას კოცნა, დრამატული ფინალი და ბოკას 34-ე ჩემპიონობა!
Aa
Aa

ტევესისა და მარადონას კოცნა, დრამატული ფინალი და ბოკას 34-ე ჩემპიონობა!

„ბოკა ხუნიორსმა“ არგენტინის ჩემპიონობა ბოლო ტურში „ხიმნასიასთან“ შეხვედრაში გაიფორმეს. ეს მათთვის ისტორიაში 34-ე ჩემპიონობაა.

მატჩის გმირი 36 წლის კარლოს ტევეზი გახდა, რომელმაც შეხვედრის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გაიტანა.

„ბოკასთვის“ ეს გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან პირველი პოზიცია მათ მოსისხლე მტერს „რივერ-პლეიტს“ აართვეს, რომელმაც თავისი მატჩი ვერ მოიგო და „ატლეტიკო ტუკუმანთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ „ბოკამ“ თავისი ლეგენდის (და არამარტო) დიეგო არმანდო მარადონას გაწვრთნილ „ხიმნასიას“ მოუგო.

მატჩამდე კარლოს ტევესი დიეგოსთან მივიდა და ტუჩებში აკოცა.ამ ფოტომ და კადრებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები