Aa
Aa

"მიმზიდველი და ფენომენალური", - კაზაკოვასა და რევიას ისტორიული შედეგი!

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იუნიორ მოციგურავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დასკვნითი დღე შედგა. ბრწყინვალედ იასპარეზა და უდიდეს წარმატებას მიაღწია ყინულზე ცეკვაში მოასპარეზე ქართულმა დუეტმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, რომლებმაც ვერცხლის მედლები მოიპოვეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ!

ქართულმა წყვილმა ჯამში 176.19 ქულა მოიპოვა და მხოლოდ ამერიკულ დუეტს ჩამორჩა, რომლებმაც 177.18 ქულა მოაგროვეს.

„მიმზიდველი, ფენომენალური და თავისუფალი ცეკვა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შესრულებით, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მათ ვერცხლის მედლები მოუტანა“. აი ასე გამოეხმაურა ISU-ს ოფიციალური ტვიტერის გვერდი ქართველების პერფორმანსს.

აქვე გეტყვით, რომ კაზაკოვა-რევიას დუეტმა ორი დისციპლინის ჯამში კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ეს მათთვის მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მედლები გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები