დევისის თასი - საქართველომ და ესტონეთმა მოგებები გაცვალეს
Aa
Aa

დევისის თასი - საქართველომ და ესტონეთმა მოგებები გაცვალეს

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსზე „დევისის თასის“ გათამაშებას დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდება.

პირველი სათამაშო დღის შემდეგ წყვილში ანგარიში 1:1-ია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის შეხვედრა იოლად მოიგო. 

ნიკოლოზის მეტოქე ესტონელი ვლადიმირ ივანოვი იყო , რომელიც ბასილაშვილმა 2 სეტში ანგარიშით 6:4 6:1 დაამარცხა.

დღის მეორე შეხვედრაში ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამს დაუპირისპირდა.

დაძაბული ბრძოლის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში ანგარიშით 4:6 6:4 3:6 წააგო.

აღსანიშნავია ,რომ ესტონელმა ჩოგბურთელი კარიერის განმავლობაში პიველი ოფიციალური მატჩი მოიგო.

„დევისის თასი“ ხვალ „მზიურის“ კორტებზე გაგრძლდება და პირველები წყვილები იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრებზე მაყურებელების დასწრება თავისუფალია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები